Friday, November 27, 2009
სიცოცხლე წყლის გარეშე შეუძლებელია,წყალი კი სიცოცხლის ჩაურევლადაც შეიძლება არსებობდეს,სწორედ ეს ფაქტი აძლევდა საფუძველს ჩვენს წინაპრებს,ეღიარებინათ რომ წყალი უფრო ადრე გაჩნდა დედამიწაზე,ვიდრე ჩაისახა სიცოცხლე.
წყალი ერთ-ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტია ცოცხალი ორგანიზმისათვის.ის ხომ აქტიურად ღებულობს ქიმიურ გარდაქმნებში მონაწილეობას,რომლებიც ჩვენს ორგანიზმებშმი მიმდინარეობს.
წყალი ყველაზე გავრცელებული,ნაკლებ შესწავლილი და ყველაზე ამოუცნობი ნივთიერებააა დედამიწაზე.თითქოს ერთი შეხედვით უბრალოდ წყალბადისა და ჟანგბადის შენაერთია, სინამდვილეში კი სიცოცხლის წყარო და დედამიწაზე ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის არსებობის საწყისია.წყალი არის სითბოს და სიცივის მამოძრავებელი ძალა ჩვენს პლანეტაზე.
პროექტ "წყალი სიცოცხლეა"_ში ჩაბმის გამო ქუთაისის წყლით მომარაგების ისტორიას გადავხედეთ.წყალსადენის მშენებლობის საკითხი ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე პირველად 1886 წელს დაუყენებიათ,თუმცა პირველი ტექნიკური პროექტი 1890 წელს შედგა და მხოლოდ და მხოლოდ 1928 წლიდან დაიწყო წყალსადენის მშენებლობა,რომლის სათაო ნაგებობა რიონჰესის კაშხალთან მდებარეობდა.1936-1940 წლებში სოფ. ფარცხანაყანებისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ჰიდროლოგიური კვლევა-ძიების სამუშაოები და მიკვლეულ იქნა გრუნტის წყლები. წყალსადენის მშენებლობა 1945 წელს,ხოლო ფარცხანაყანების წყალსადენის მეორე რიგის, მუხიანა-კაჭარას მშენებლობა 1976 წელს დაიწყო.გასული საუკუნის 70-90-იან წლებში კი გუმათის წყალსადენს ჩაუტარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები.აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების მიუხედავად,სამწუხაროდ დღესდღეობით კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ქუთაისის წყლით მომარაგების საკითხი.
ჩავერთეთ რა პროექტში "წყალი სიცოცხლეა" ჩვენს ჯგუფს პირველად ასეთი კითხვა გაუჩნდა: "როგორ წყალს ვსვამთ?,"არის თუ არა ჩვენს ონკანებში გამომავალი წყალი პრაქტიკულად სუფთა,ანუ შეგვიძლია ყოველგვარი შიშის გარეშე,თავისუფლად დავლიოთ ონკანის წყალი?"ამ საკითხების გასარკვევად მივაკითხეთ შპს. დასავლეთ წყლის ხარისხის კონტროლის მთავარ სპეციალისტს ფერიდე კვირიკაშვილს და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.ქ-ნ ფერიდემ ჩვენს მიერ დასმულ ყველა კითხვას გულდასმით უპასუხა.
1.საიდან ღებულობს ქ.ქუთაისის მოსახლეობა სასმელ წყალს?
ქ.ქუთაისის მოსახლეობა სასმელ წყალს მიწისქვეშა ანუ გრუნტის წყლების საშუალებით ღებულობს.ყველაზე დიდი სათაო ნაგებობაა მუხიანა-კაჭარა,რომელიც ფარცხანაყანებში მდებარეობს.აგრეთვე გუმათისა და კოპიტნარის სათაო ნაგებობები,საიდანაც წყლის ამოქაჩვა ნასოსებით ხორციელდება.
2.რამდენად სუფთა წყალს სვამს ქ.ქუთაისის მოსახლეობა და არის თუ არა სუფთა წყლის პრობლემა საზოგადოებაში?
ქ.ქუთაისის მოსახლეობისათვის მიწოდებული სასმელი წყალი სრულიად შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებულ სანიტარულ წესებსა და ნორმებს.
3.ლაბორატორიები არის თუ არა აღჭურვილი სათანადო დანადგარებით წყლის ვარგისიანობის შესამოწმებლად?
არსებული ლაბორატორიები აღჭურვილია წყლის ანალიზის საწარმოებლად ყველა მოწყობილობით.მართალია,აპარატურა ძველია,მაგრამ ტექნიკურად გამართულია.სახელმწიფოდან სპეციალურად არის გამოყოფილი რამდენიმე მილიონი,რათა უახლოეს მომავალში კერძოდ კი 2013 წლიდან აშენდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია.
4.სკოლის პროგრამიდან შესწავლილი გვაქვს,რომ წყლის გასუფთავებისათვის საჭიროა შემდეგი ეტაპები: დალექვა ანუ დაწდომა,გაფილტვრა და დაქლორვა.არის თუ არა შემოსული თანამედროვე ქიმიური ტექნოლოგია წყლის დასუფთავების საქმეში?
აღნიშნული პროცესების ჩატარება საჭიროა მდინარის წყლის გასასუფთავებლად,როგორც მოგეხსენებათ ქ.ქუთაისის მოსახლეობა სასმელ წყალს გრუნტის წყლებიდან ღებულობს,შესაბამისად ამ ეტაპების ჩატარება აღარ მიმდინარეობს.
5.ტარება თუ არა სათანადო ღონისძიებები წყლის სისუფთავის დაცვისათვის?
ლაბორატორიაში შედგენილი არის სამუშაო პროგრამა,რომლის მიხედვითაც ყოველდღიურად ხდება ნიმუშების აღება ქალაქის ქსელიდან მოტანილ წყალზე,გამოკვლევები ტარდება ორგანულ-ეპტიკურ მაჩვენებლებზე_ქიმიურ მაჩვენებლებზე (ჟანგვადობა,ქლორიდები),აზოტის ფორმებზე (რათა ფეკალური მასების შეჭრა არ მოხდეს წყალში),მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე და ქლორის ნაშთზე.
ყველა სათაო ნაგებობაზე მოწყობილია საქლორატო სადგურები,სადაც ხორციელდება რეზერვუარებში შემავალი სასმელი წყლის დაქლორვა,ანალიზის შედეგები კი ყოველდღიურად ეცნობება მოსახლეობას.
დარღვევის შემთხვევაში მომენტალურად ხდება აღმოფხვრა,ანუ სათანადო ღონისძიებების გატარება.კერძოდ,თუ ხდება ქსელის დაზიანება,ნებისმიერ დროს,ტელევიზიის საშუალებით ინფორმაცია გადაეცემა შესაბამის უბანს.
უფრო სრულყოფილი რომ გამხდარიყო ქ-ნ ფერიდეს ნაამბობი,ჩვენი ჯგუფი გადაიყვანა ლაბორატორიაში,სადაც ძალიან საქმიანი გარემო დაგვხვდა.
ქლორის ნაშთის განსაზღვრა
მართალია მოწყობლობა არ იყო უახლესი სტანდარტების შესაბამისი,მაგრამ ლაბორანტებმა ჩვენს თვალწინ ონკანიდან აღებულ წყლის სინჯზე გარკვეული გამოკვლევა ჩაატარეს.რითაც აღმოჩნდა,რომ წყლის არსებულ სინჯზე "ჟანგვადობა" 0.4მლ იყო,წესისამებრ დასაშვები ნორმა კი 3მლ-ია.
წყლის "ჟანგვადობის" მაჩვენებლის განსაზღვრა
ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევა-ძიებამ დააამტკიცა,რომ ქ.ქუთაისში სასმელი წყლის საბადო არის სუფთა.თუმცა მოსახლეობის წყლით მომარაგების საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.გაუმართავი და მოძველებულია წყლის მილები,რაც გარკვეული რისკ-ფაქტორია წყლის დაბინძურების საკითხში.
მდ.რიონი ქალაქს 2 ნაწილად ყოფს, ქალაქის ერთი ნაწილის მეორესთან დასაკავშირებლად რამდენიმე ხიდია,რომელთაგან ქუთათურთათვის ყველაზე ძველი და ცნობილი თეთრი ხიდია.ის იმდენად კოლორიტურია,რომ ხშირად ლექსებსა და სიმღერებშიც კი მოიხსენიება: "თეთრი ხიდიდან გადავეშვები". ამ დროს არც ერთ ქუთაისელს ეჭვი არ ეპარება,რომ მდინარეში ბანაობა რაიმე რისკ-ფაქტორებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული,თუმცა ამის ალბათობა ნამდვილად არსებობს.
მდ. რიონის დაბინძურება ზოგადად ჩვენი გუნდისათვის ცნობილი იყო,მაგრამ გადავწყვიტეთ უფრო კონკრეტული საკითხების გასარკვევად მიგვემართა გარემოს დაცვის სამმართველოსათვის და გავესაუბრეთ ერთ-ერთ თანამშრომელს ირინე ლომინაძეს. მან რა თქმა უნდა გულდასმით მოგვისმინა და შესაბამისი პასუხები გაგვცა,თუმცა ნაკლებ საიმედო...
მასთან საუბარში გაირკვა,რომ მდ. რიონი ყველა ასპექტში დაუცველია.მართალია,ქუთაისში თითქმის არც ერთი საწარმო არ მუშაობს,მაგრამ პატარ-პატარა საწარმოებიც საკმაოდ აბინძურებენ მდინარეს.მაგალითად ავტო სამრეცხაოები,მათგან დაჭუჭყიანებული წყლები ღვარსადენების საშუალებით ჩაედინება მდინარეში.განსაკუთრებით შემაშფოთებელი აღმოჩნდა კომუნალური კანალიზაციით დაბინძურების საკითხი,გაირკვა რომ ჭომის და გორის გარკვეული ნაწილი უზრუნველყოფილი არ არის საკანალიზაციო სისტემებით რის გამოც ხდება ფეკალური მასების ჩადინება მდ.რიონში,მდინარის დაბინძურებაში ასევე დიდ როლს ასრულებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც.
"ქ.ქუთაისში ბოლო წლებში ვერ ხერხდება მდინარის დაბინძურების რეალური მონიტორინგი,რისი მიზეზიც სანიტარული სამსახურებისა და სათანადო ლაბორატორიების არასრულყოფილი ტექნიკური ბაზაა"_ ამბობს ქ-ნ ირინე.
მან მოგვაწოდა წინა წლების გამოკვლევის შედეგები:წყალკანალმა 2007-2008 წლებში მდინარეში ჩაუშვა 18 452 800 კუბური მეტრი საყოფაცხოვრებო ნარჩენი წყალი თან ჩაიტანა მდინარეში:1.ნავთობპროდუქტები 2 214 336კგ 2.შეწონილი ნაწილაკები 36 352 016კგ 3.ამონიუმის აზოტი 5 701 915კგ 4.ნიტრატები 4 228 672კგ 5.ნიტრიტები 114 407კგ 6.ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები 1 107 168კგ 7.ქლორიდები 20 851 664კგ და მოგვაწოდა გარემოს კონტროლის ლაბორატორიაში მდინარის ანალიზის პასუხებიც,რაც სისუფთავის ნორმას საკმაოდ აღემატებოდა.
მდ.რიონი
მდ.რიონი ფასის მთიდან იღებს სათავეს,შემდეგ იგი გაივლის რაჭა-ლეჩხუმს,კოლხეთის დაბლობს, ქ.ქუთაისს,ქ.ფოთს და შავ ზღვაში ჩაედინება.ჩვენი ჯგუფის მიერ მოპოვებულმა ინფორმაციამ ნათელყო უხერხული სიმართლე: მდინარის მიმდებარე ტერიტორიის,ნათესებისა თუ საცხოვრებელი ადგილების გაბინურების ალბათობა საკმაოდ მაღალია,რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს მოსავლიანობის ხარისხზე და შესაბამისად ადამინების ჯანმრთელობაზე.
მდ.რიონის მიმდებარე ტერიტორიები
თუმცა,1992წლიდან,საქართველო როგორც დაბინძურებისაგან შავი ზღვის კონვენციის წევრი ვალდებულია,არ დაუშვას,შეამციროს და კონტროლი გაუწიოს ხმელეთზე მდებარე წყაროებით შავი ზღვის გარემოს გაჭუჭყიანებას.სამართლებრივი სისტემების შესაბამისად უზრუნველყოს შავი ზღვის შენარჩუნება და დაცვა.
ჩვენ,როგორ ახალგაზრდა თაობა,ვალდებულნი ვართ გავუფრთხილდეთ საქართველოს უნიკალურ ბუნებას.ვამაყობთ,რა იმით,რომ ვართ საქართველოს შვილები მისი დაცვაც უნდა შეგვეძლოს!!! ვიყოთ კანონმორჩილნი,რამეთუ "ყველა საქართველოში მცხოვრებნი ვალდებულია უზრუნველყოს წყლის რაციონალური და მდგრადი გამოყენება და დაცვა.არ დაუშვას მისი გაბინძურება და დაშრეტა" (საქართველოს წყლის კანონი). სახელმწიფო ზრუნავს ამ საკითხის მოსაგვარებლად და ჩვენც,ჩვენის მხრივ ხელი უნდა შევუწყოთ მას...
Sunday, November 22, 2009
ქ.ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლის მე-11 კლასის გუნდი
გუნდის ხელმძღვანელი: მადონა ხონელიძე
გუნდის წევრები: ქეთი ხარატიშვილი,ინა თოდაძე,მარიამ ფირცხალაიშვილი,გიორგი კუხიანიძე
მეგობარი საიტი
http://ekologiaia.blogspot.com/
გუნდის ხელმძღვანელი: მადონა ხონელიძე
გუნდის წევრები: ქეთი ხარატიშვილი,ინა თოდაძე,მარიამ ფირცხალაიშვილი,გიორგი კუხიანიძე
მეგობარი საიტი
http://ekologiaia.blogspot.com/
Subscribe to:
Posts (Atom)