Friday, November 27, 2009

წყლის "ჟანგვადობის" მაჩვენებლის განსაზღვრა














ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევა-ძიებამ დააამტკიცა,რომ ქ.ქუთაისში სასმელი წყლის საბადო არის სუფთა.თუმცა მოსახლეობის წყლით მომარაგების საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.გაუმართავი და მოძველებულია წყლის მილები,რაც გარკვეული რისკ-ფაქტორია წყლის დაბინძურების საკითხში.
მდ.რიონი ქალაქს 2 ნაწილად ყოფს, ქალაქის ერთი ნაწილის მეორესთან დასაკავშირებლად რამდენიმე ხიდია,რომელთაგან ქუთათურთათვის ყველაზე ძველი და ცნობილი თეთრი ხიდია.ის იმდენად კოლორიტურია,რომ ხშირად ლექსებსა და სიმღერებშიც კი მოიხსენიება: "თეთრი ხიდიდან გადავეშვები". ამ დროს არც ერთ ქუთაისელს ეჭვი არ ეპარება,რომ მდინარეში ბანაობა რაიმე რისკ-ფაქტორებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული,თუმცა ამის ალბათობა ნამდვილად არსებობს.
მდ. რიონის დაბინძურება ზოგადად ჩვენი გუნდისათვის ცნობილი იყო,მაგრამ გადავწყვიტეთ უფრო კონკრეტული საკითხების გასარკვევად მიგვემართა გარემოს დაცვის სამმართველოსათვის და გავესაუბრეთ ერთ-ერთ თანამშრომელს ირინე ლომინაძეს. მან რა თქმა უნდა გულდასმით მოგვისმინა და შესაბამისი პასუხები გაგვცა,თუმცა ნაკლებ საიმედო...
მასთან საუბარში გაირკვა,რომ მდ. რიონი ყველა ასპექტში დაუცველია.მართალია,ქუთაისში თითქმის არც ერთი საწარმო არ მუშაობს,მაგრამ პატარ-პატარა საწარმოებიც საკმაოდ აბინძურებენ მდინარეს.მაგალითად ავტო სამრეცხაოები,მათგან დაჭუჭყიანებული წყლები ღვარსადენების საშუალებით ჩაედინება მდინარეში.განსაკუთრებით შემაშფოთებელი აღმოჩნდა კომუნალური კანალიზაციით დაბინძურების საკითხი,გაირკვა რომ ჭომის და გორის გარკვეული ნაწილი უზრუნველყოფილი არ არის საკანალიზაციო სისტემებით რის გამოც ხდება ფეკალური მასების ჩადინება მდ.რიონში,მდინარის დაბინძურებაში ასევე დიდ როლს ასრულებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც.
"ქ.ქუთაისში ბოლო წლებში ვერ ხერხდება მდინარის დაბინძურების რეალური მონიტორინგი,რისი მიზეზიც სანიტარული სამსახურებისა და სათანადო ლაბორატორიების არასრულყოფილი ტექნიკური ბაზაა"_ ამბობს ქ-ნ ირინე.
მან მოგვაწოდა წინა წლების გამოკვლევის შედეგები:წყალკანალმა 2007-2008 წლებში მდინარეში ჩაუშვა 18 452 800 კუბური მეტრი საყოფაცხოვრებო ნარჩენი წყალი თან ჩაიტანა მდინარეში:1.ნავთობპროდუქტები 2 214 336კგ 2.შეწონილი ნაწილაკები 36 352 016კგ 3.ამონიუმის აზოტი 5 701 915კგ 4.ნიტრატები 4 228 672კგ 5.ნიტრიტები 114 407კგ 6.ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები 1 107 168კგ 7.ქლორიდები 20 851 664კგ და მოგვაწოდა გარემოს კონტროლის ლაბორატორიაში მდინარის ანალიზის პასუხებიც,რაც სისუფთავის ნორმას საკმაოდ აღემატებოდა.


მდ.რიონი

მდ.რიონი ფასის მთიდან იღებს სათავეს,შემდეგ იგი გაივლის რაჭა-ლეჩხუმს,კოლხეთის დაბლობს, ქ.ქუთაისს,ქ.ფოთს და შავ ზღვაში ჩაედინება.ჩვენი ჯგუფის მიერ მოპოვებულმა ინფორმაციამ ნათელყო უხერხული სიმართლე: მდინარის მიმდებარე ტერიტორიის,ნათესებისა თუ საცხოვრებელი ადგილების გაბინურების ალბათობა საკმაოდ მაღალია,რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს მოსავლიანობის ხარისხზე და შესაბამისად ადამინების ჯანმრთელობაზე.












მდ.რიონის მიმდებარე ტერიტორიები














თუმცა,1992წლიდან,საქართველო როგორც დაბინძურებისაგან შავი ზღვის კონვენციის წევრი ვალდებულია,არ დაუშვას,შეამციროს და კონტროლი გაუწიოს ხმელეთზე მდებარე წყაროებით შავი ზღვის გარემოს გაჭუჭყიანებას.სამართლებრივი სისტემების შესაბამისად უზრუნველყოს შავი ზღვის შენარჩუნება და დაცვა.


ჩვენ,როგორ ახალგაზრდა თაობა,ვალდებულნი ვართ გავუფრთხილდეთ საქართველოს უნიკალურ ბუნებას.ვამაყობთ,რა იმით,რომ ვართ საქართველოს შვილები მისი დაცვაც უნდა შეგვეძლოს!!! ვიყოთ კანონმორჩილნი,რამეთუ "ყველა საქართველოში მცხოვრებნი ვალდებულია უზრუნველყოს წყლის რაციონალური და მდგრადი გამოყენება და დაცვა.არ დაუშვას მისი გაბინძურება და დაშრეტა" (საქართველოს წყლის კანონი). სახელმწიფო ზრუნავს ამ საკითხის მოსაგვარებლად და ჩვენც,ჩვენის მხრივ ხელი უნდა შევუწყოთ მას...

2 comments:

  1. მოგესალმებით ქალბატონო მადონა თქვენ და პროექტის ყველა მონაწილეს.დიდი მადლობა პირველ რიგში იმისათვის, რომ დაინტერესდით ამ პროექტით და იმ ნაყოფიერი შრომისათვის ,რაც გაწიეთ სამუშაო პროცესში.პროექტი ძალიან საინტერესოა, რადგან სასარგებლო კვლევა -ძიება არის ჩატარებული,საინტერესო რესპოდენტები გყავთ შერჩეული .
    ერთი თხოვნა მაქვს დადოთ თქვენ ბლოგზე ჩემი ლინკი-http://ekologiaia.blogspot.com/
    რადგან ერთმანეთთან გვქონდეს კავშირი და მიანიშნეთ სკოლა და კლასი , რომელიც მონაწილეობდა.
    მადლობა,
    პროექტის „წყალი-სიცოცხლეა"ფასილიტატორი.

    ReplyDelete
  2. Sand Point Hotel Casino
    We are a 메리트 카지노 고객센터 Casino in Reno, NV. Sand Point Hotel Casino 1xbet korean Come enjoy an 샌즈카지노 indoor, tropical hotel with tropical views. Make your stay a feast for the sun!

    ReplyDelete