Friday, November 27, 2009


სიცოცხლე წყლის გარეშე შეუძლებელია,წყალი კი სიცოცხლის ჩაურევლადაც შეიძლება არსებობდეს,სწორედ ეს ფაქტი აძლევდა საფუძველს ჩვენს წინაპრებს,ეღიარებინათ რომ წყალი უფრო ადრე გაჩნდა დედამიწაზე,ვიდრე ჩაისახა სიცოცხლე.
წყალი ერთ-ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტია ცოცხალი ორგანიზმისათვის.ის ხომ აქტიურად ღებულობს ქიმიურ გარდაქმნებში მონაწილეობას,რომლებიც ჩვენს ორგანიზმებშმი მიმდინარეობს.
წყალი ყველაზე გავრცელებული,ნაკლებ შესწავლილი და ყველაზე ამოუცნობი ნივთიერებააა დედამიწაზე.თითქოს ერთი შეხედვით უბრალოდ წყალბადისა და ჟანგბადის შენაერთია, სინამდვილეში კი სიცოცხლის წყარო და დედამიწაზე ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის არსებობის საწყისია.წყალი არის სითბოს და სიცივის მამოძრავებელი ძალა ჩვენს პლანეტაზე.
პროექტ "წყალი სიცოცხლეა"_ში ჩაბმის გამო ქუთაისის წყლით მომარაგების ისტორიას გადავხედეთ.წყალსადენის მშენებლობის საკითხი ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე პირველად 1886 წელს დაუყენებიათ,თუმცა პირველი ტექნიკური პროექტი 1890 წელს შედგა და მხოლოდ და მხოლოდ 1928 წლიდან დაიწყო წყალსადენის მშენებლობა,რომლის სათაო ნაგებობა რიონჰესის კაშხალთან მდებარეობდა.1936-1940 წლებში სოფ. ფარცხანაყანებისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ჰიდროლოგიური კვლევა-ძიების სამუშაოები და მიკვლეულ იქნა გრუნტის წყლები. წყალსადენის მშენებლობა 1945 წელს,ხოლო ფარცხანაყანების წყალსადენის მეორე რიგის, მუხიანა-კაჭარას მშენებლობა 1976 წელს დაიწყო.გასული საუკუნის 70-90-იან წლებში კი გუმათის წყალსადენს ჩაუტარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები.აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების მიუხედავად,სამწუხაროდ დღესდღეობით კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ქუთაისის წყლით მომარაგების საკითხი.
ჩავერთეთ რა პროექტში "წყალი სიცოცხლეა" ჩვენს ჯგუფს პირველად ასეთი კითხვა გაუჩნდა: "როგორ წყალს ვსვამთ?,"არის თუ არა ჩვენს ონკანებში გამომავალი წყალი პრაქტიკულად სუფთა,ანუ შეგვიძლია ყოველგვარი შიშის გარეშე,თავისუფლად დავლიოთ ონკანის წყალი?"ამ საკითხების გასარკვევად მივაკითხეთ შპს. დასავლეთ წყლის ხარისხის კონტროლის მთავარ სპეციალისტს ფერიდე კვირიკაშვილს და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.ქ-ნ ფერიდემ ჩვენს მიერ დასმულ ყველა კითხვას გულდასმით უპასუხა.



1.საიდან ღებულობს ქ.ქუთაისის მოსახლეობა სასმელ წყალს?
ქ.ქუთაისის მოსახლეობა სასმელ წყალს მიწისქვეშა ანუ გრუნტის წყლების საშუალებით ღებულობს.ყველაზე დიდი სათაო ნაგებობაა მუხიანა-კაჭარა,რომელიც ფარცხანაყანებში მდებარეობს.აგრეთვე გუმათისა და კოპიტნარის სათაო ნაგებობები,საიდანაც წყლის ამოქაჩვა ნასოსებით ხორციელდება.

2.რამდენად სუფთა წყალს სვამს ქ.ქუთაისის მოსახლეობა და არის თუ არა სუფთა წყლის პრობლემა საზოგადოებაში?
ქ.ქუთაისის მოსახლეობისათვის მიწოდებული სასმელი წყალი სრულიად შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებულ სანიტარულ წესებსა და ნორმებს.

3.ლაბორატორიები არის თუ არა აღჭურვილი სათანადო დანადგარებით წყლის ვარგისიანობის შესამოწმებლად?
არსებული ლაბორატორიები აღჭურვილია წყლის ანალიზის საწარმოებლად ყველა მოწყობილობით.მართალია,აპარატურა ძველია,მაგრამ ტექნიკურად გამართულია.სახელმწიფოდან სპეციალურად არის გამოყოფილი რამდენიმე მილიონი,რათა უახლოეს მომავალში კერძოდ კი 2013 წლიდან აშენდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია.

4.სკოლის პროგრამიდან შესწავლილი გვაქვს,რომ წყლის გასუფთავებისათვის საჭიროა შემდეგი ეტაპები: დალექვა ანუ დაწდომა,გაფილტვრა და დაქლორვა.არის თუ არა შემოსული თანამედროვე ქიმიური ტექნოლოგია წყლის დასუფთავების საქმეში?
აღნიშნული პროცესების ჩატარება საჭიროა მდინარის წყლის გასასუფთავებლად,როგორც მოგეხსენებათ ქ.ქუთაისის მოსახლეობა სასმელ წყალს გრუნტის წყლებიდან ღებულობს,შესაბამისად ამ ეტაპების ჩატარება აღარ მიმდინარეობს.

5.ტარება თუ არა სათანადო ღონისძიებები წყლის სისუფთავის დაცვისათვის?
ლაბორატორიაში შედგენილი არის სამუშაო პროგრამა,რომლის მიხედვითაც ყოველდღიურად ხდება ნიმუშების აღება ქალაქის ქსელიდან მოტანილ წყალზე,გამოკვლევები ტარდება ორგანულ-ეპტიკურ მაჩვენებლებზე_ქიმიურ მაჩვენებლებზე (ჟანგვადობა,ქლორიდები),აზოტის ფორმებზე (რათა ფეკალური მასების შეჭრა არ მოხდეს წყალში),მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე და ქლორის ნაშთზე.
ყველა სათაო ნაგებობაზე მოწყობილია საქლორატო სადგურები,სადაც ხორციელდება რეზერვუარებში შემავალი სასმელი წყლის დაქლორვა,ანალიზის შედეგები კი ყოველდღიურად ეცნობება მოსახლეობას.
დარღვევის შემთხვევაში მომენტალურად ხდება აღმოფხვრა,ანუ სათანადო ღონისძიებების გატარება.კერძოდ,თუ ხდება ქსელის დაზიანება,ნებისმიერ დროს,ტელევიზიის საშუალებით ინფორმაცია გადაეცემა შესაბამის უბანს.
უფრო სრულყოფილი რომ გამხდარიყო ქ-ნ ფერიდეს ნაამბობი,ჩვენი ჯგუფი გადაიყვანა ლაბორატორიაში,სადაც ძალიან საქმიანი გარემო დაგვხვდა.



ქლორის ნაშთის განსაზღვრა
















მართალია მოწყობლობა არ იყო უახლესი სტანდარტების შესაბამისი,მაგრამ ლაბორანტებმა ჩვენს თვალწინ ონკანიდან აღებულ წყლის სინჯზე გარკვეული გამოკვლევა ჩაატარეს.რითაც აღმოჩნდა,რომ წყლის არსებულ სინჯზე "ჟანგვადობა" 0.4მლ იყო,წესისამებრ დასაშვები ნორმა კი 3მლ-ია.

No comments:

Post a Comment